19 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
ხანძარი ხუდადოვის ქუჩაზე - გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი

ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ხუდადოვის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.

გარდაცვლილი 59 წლის მამაკაცია. 

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და სააგენტოს მონაცემებით 70 კვადრატული მეტრია დამწვარი.

დღის ამბები