19 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

მორიგი სასამართლო დავა ე.წ. ციანიდის საქმეზე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს და იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელმაც მათი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის პირობის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ. 

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურატურამ გაუთქმელობის პირობის შესახებ ხარვეზიანი საკანონმდებლო ჩანაწერი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

დეკანოზის უფლებადამცველებთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც.

საკანონმდებლო ჩანაწერის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს ყოფილი სახალხო დამცველიც. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლში შესაცვლელი არაფერია.

საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სხდომა 20 თებერვალს გაიმართება. პირველ ეტაპზე, მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რადგან ციანიდის საქმის განხილვა უახლოეს მომავალში უზენაეს ინსტანციაში უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები