ქართველი მეზღვაური თურქულ გემზე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კუკური ჯოგლიძის მეუღლე მარიამ ფერაძე ამბობს, რომ მისი მეზღვაური მეუღლე, რომელიც ერთი წლის წინ სახლიდან სრულიად ჯანმრთელი გაუშვა, რამდენიმე თვის შემდეგ, ინფარქტ გადატანილი და ნაოპერაციები დაბრუნდა.
ჯოგლიძე იხსენებს, რომ პრობლემები გემზე ასვლისთანავე დაიწყო. ქართველ მექანიკოსს კაპიტანმა გემის შეღებვა მოსთხოვა და მძიმე პირობებში ამუშავა. სტამბოლიდან უკრაინის ქალაქ ბელგოროდის პორტამდე ქართველ მეზღვაურს მძიმე ფიზიკური სამუშაოს გარდა, ძილის საშუალებასაც არ აძლევდნენ.
კუკური ჯოგლიძეს გულზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომელიც მას ქალაქ ოდესაში გაუკეთეს. თურქულმა კომპანიამ რომელსაც გემი ეკუთვნოდა უკვე მძიმედ დაავადებულ მეზღვაურს მხოლოდ ერთხელ მიაკითხა და თურქეთში გადაფრენა შესთავაზა, ჯოგლიძემ სტამბულის ნაცვლად საქართველოში გადმოფრენა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დაადგინა, რომ მეზღვაურმა ინფარქტი არაადამიანურ პირობებში მუშაობის გამო მიიღო.
კუკური ჯოგლიძის უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე ახლა ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თურქულ კომპანიას შრომის უუნაროდ ქცევისთვის კომპენსაცია გადაახდევინოს. ადვოკატი სახელმწიფოს რეაგირებას ლაურა ჩადუნელზეც სთხოვს, რომლმაც მეზღვაური დაასაქმა შემდეგ კი მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი