25 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
GIPA-მ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობის პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა. აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საეჭვოდ მიაჩნიათ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, საბაკალავრო პროგრამა შეფასების 5 კომპონენტიდან 4 სრულ შესაბამისობაშია, ერთი კი ნაწილობრივ. მიუხედავად ამისა, აკრედიტაციის საბჭომ აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია არ მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება GIPA-მ სააპელაციო კომისიაში უკვე გაასაჩივრა.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიმართულების დეკანის, ბაკურ კვაშილავას განცხადებით, ფინანსური ზეწოლის შექმნით, განათლების სამინისტრო დამოუკიდებელი უნივერსიტეტების მექანიკურად შემცირებას ცდილობს.

აკრედიტაციის პროცედურების ფორმალურ და სადამსჯელო იარაღად გადაქცევის საფრთხეს ხედავენ სფეროს ექსპერტები.

ხვალ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო კომისია GIPA-ს საჯარო მმართველობის სკოლის სარჩელს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ორი კვირის ვადაში გაირკვევა.

განათლების ხარისხის ცენტრში ხვალვე აკრედიტაციის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც GIPA-ს კიდევ სამი პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ გახდება ცნობილი.

დღის ამბები