18 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
ლოგინად იყო ჩავარდნილი კაცი - ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ

ხუდადოვის ქუჩაზე ძლიერ ხანძარს 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ჯერჯერობით,  ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო.

მეზობლების თქმით, 59 წლის გიორგი ადამია ქირით ცხოვრობდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მან ავადმყოფობის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

„ლოგინად იყო ჩავარდნილი კაცი, საწყალი და ვერ ინძრეოდა და რას გააკეთებდა? ხანძარი გაუჩნდა, ძველი სახლია,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მისივე ინფორმაციით,  ხანძრის ლოკალიზებას 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე განმარტავს, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ გამგეობა დაზარალებულებს დაეხმარება. 

დღის ამბები