27 ივლისი 2024,   05:07
ვრცლად
რისკები არის დაკონსერვებულ მდგომარეობაში და ის შეიძლება, უფრო სახიფათოდ აფეთქდეს - ზვიად ქორიძე "TV პირველთან" დაკავშირებით

"როდესაც ამდენ ადამიანს აწუხებს ტელევიზია შენი წუხილით, ამ დროს ხედავ რისკებს, უცბად დავინახეთ, რომ რისკები არ არის? რისკები არის. რისკები არის დაკონსერვებულ მდგომაროებაში და ის შეიძლება, უფრო სახიფათოდ აფეთქდეს,“ - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში TV პირველის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად ქორიძის თქმით, ტელეკომპანიის საქმეზე საჭიროა გამჭვირვალობა, ვინაიდან, როდესაც TV პირველის ხელმძღვანელობამ პირველ ჯერზე თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარდა, ეს გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს.

„თუ მთავრობა იყო ჩარეული ამ პროცესში, უფრო გაბრაზებულია, თუ ბიზნესი იყო შეშინებული კიდევ უფრო შეშინებულია და კაცმა არ იცის, გაბრაზებული მთავრობა და შეშინებული ბიზნესი ამ ტელევიზიას რას მოწევენ,“ - განაცხადა ქორიძემ.

ქორიძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მედიასაშუალებამ საზოგადოებას აჩვენოს, რომ არის მდგრადი.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ერთი ტელევიზიაც, მეორეც, ისიც, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან აქვს კავშირი, რომელიც ხელისუფლების მმართველ ძალასთან არის კავშირში, ყველა ტელევიზიამ უნდა აჩვენოს, რომ ისინი არიამ თვითკმარები, მდგრადები. მათ უნდა დაარწმუნონ ჩვენი საზოგადოება, ეს ბიზნესი, რომელიც ყველა ტრანსფორმაციის პროცესში რყევას იწყებს,“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

დღის ამბები