26 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსის, დავით სუჯაშვილის მოსმენის შემდეგ გააკეთა.

დავით სუჯაშვილი დღეს დილიდან 3 კომიტეტის წევრების შეკითხვებს პასუხობს. დეპუტატებს აინტერესებთ თუ როგორ მუშაობს საგარეო დაზვერვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ მიმდინარეობს საფრთხეების დადგენა.

„რამდენადაც სხდომა დახურული იყო, მე არ ვარ უფლებამოსილი, სხდომის დეტალებზე ვისაუბრო. შეხვედრა იყო სასარგებლო იმის მოსასმენად თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური დღეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს, მაგრამ პირველ რიგში, აუცილებელია, ჩვენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ, რომ პარლამენტში ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გახარია. ამ შეხვედრაზე დღეს ვერ მოვისმინე მთავარი რამ, რაც მაინტერესებდა, ეს არის ის, თუ რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები