27 დეკემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში პროექტის განხილვას დაესწრო

თავდაცვის სამინისტროში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში" განხილვას მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე დაესწრო.

პროექტი კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროექტის“ დაფინანსებით ხორციელდება.

"მოხარული ვარ, დღეს რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვსტუმრობ, რომელიც საინტერესო პროექტს მასპინძლობს. ეს პროექტი ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე კი, დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ ქალბატონების მსახურს შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ დღეს არ გვეყოლებოდა ეფექტიანი არმია მასში ქალბატონების მასიური კონტრიბუციის გარეშე, იქნება ეს ზურგის თუ მოწინავე ხაზზე ან ჩვეულებრივი სპეციალისტები. დღეს კიდევ უფრო იზრდება ქალბატონი გენერლების რიცხვი შეიარაღებულ ძალებში. მჯერა, რომ საქართველოში, რომელიც ჩვენი მჭიდრო პარტნიორია, ქალბატონები შეიარაღებული ძალების განვითარებასა და მისი ეფექტიანობის გაზრდაში დიდ როლს შეიტანენ. ეს კარგი იქნება საქართველოსთვის და ნატოსთვისაც."-განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ჯეიმი შეამ.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით კი, სამინისტრომ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლიც შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის განმტკიცებას ეხება.

დღის ამბები