09 დეკემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ოთარ დანელიას ხმაურიანი განცხადება - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წევრები ამწვავებენ.

მარტვილის მაჟორიტარმა და ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მისივე თანაგუნდელები სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ოთარ დანელიასთვის სხდომაზე არ უპასუხია. მმართველ პარტიაში დაპირისპირების შესახებ კობახიძე დანელიას ხმაურიანი განცხადებიდან მალევე ესაუბრა.

ამის შემდეგ დანელიამ განცხადება ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა, რომ მმართველი პარტიაში კონფლიქტის შესახებ მის საჯარო გამოსვლამდეც ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა პარლამენტის სხდომაზე საკითხის განხილვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დახურულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.

„კურიერის“ ინფორმაციით, მარტვილში ერთმანეთს მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლევან სურმავა უპირისპირდებიან. დავის მიზეზი კი თანამდებობებია.

დაპირისპირების გამო რამდენიმე თვეა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ვერ ნიშნავენ.

კრიზისის გახმაურების გამო ოთარ დანელიას მარტვილში გადაწყვეტილება დაუწუნეს.

ავტორი: ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები