26 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
ფრანგი ფერმერები ემანუელ მაკრონს სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

ფრანგი ფერმერები ემანუელ მაკრონს სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.

ინციდენტი პარიზის სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე მოხდა.

ამგვარად ფერმერები ხელისუფლების იმ გეგმას აპროტესტებენ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის ნაწარმის იმპორტის გაზრდას ითვალისწინებს.

ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა ადგილობრივ ფერმერებს დააზარალებს და პროტესტის ნიშნად საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ.

ვითარების განსამუხტად, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში ახალგაზრდა ფერმერები მიიწვია და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

დღის ამბები