
იტალია წინასაარჩევნოდ მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. სხვადასხვა მიზეზით დღეს რომის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქში ერთდროულად ოთხი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, ერთ-ერთ მათგანში კი ქვეყნის ყოფილი პრემიერი მატეო რენციც მონაწილეობს.
აქციებთან დაკავშირებით, რომში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
სამართალდამცველების განცხადებით, შესაძლო საფრთხის აღკვეთასთან ერთად, ისინი შეტაკებების თავიდან აცილებასაც ცდილობენ.
საპარლამენტო არჩევნები იტალიაში 4 მარტს გაიმართება.