23 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
ყოფილ პოლიციელს ქუთაისის სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი პოლიციელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოში რეალური მტკიცებულებები არ წარუდგენია. ადვოკატი დავის გაგრძელებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გეგმავს.

"დადასტურდა ის გარემოება ნეიტრალური მოწმის მიერ, რომ ბაგრატ ჯანუაშვილს ნარკოტიკები არ ჰქონია. დადასტურდა, რომ პოლიციელები ცრუობდნენ და საათსა და 20 წუთში თბილისში ფიზიკურად ვერ აღმოჩნდებოდნენ. უტყუარად დადასტურდა, რომ პოლიციელებმა მოიტყუეს და მეორე მოწმეც დაკავებული იყო-ამ პირობებში სასამართლომ დაადგინა გამამტყუვნებელი განაჩენი,“- აცხადებს ადვოკატი.

ბაგრატ ჯანუაშვილი თბილისში 2 აგვისტოს დააკავეს. ის სამართალდამცავ სტრუქტურაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დღის ამბები