23 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
უკრაინის რადასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

უკრაინის რადასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დაშავდა 13 პოლიციელი, 9 აქტივისტი კი დააკავეს. არეულობის პროვოცირებაში პოლიციელები და მიტინგის მონაწილეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. დემონსტრანტების განცხადებით, სამართალდამცველები აქციის დასაშლელად მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ შეტევა პოლიციელებზე მომიტინგეებმა მიიტანეს და მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ავაკოვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა თავად ”ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი დღევანდელ მიტინგთან და არეულობასთან კავშირს უარყოფს.

დღის ამბები