20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
შტურმი კარვების ქალაქზე - კიევში ოპოზიციის მხარდამჭერები პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ

კიევში ოპოზიციის მხარდამჭერები ამ წუთებში პოლიციის იმ განყოფილებასთან არიან შეკრებილი, სადაც კარვების ქალაქში დაკავებული აქტივისტები გადაიყვანეს. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კარვების ქალაქის შტურმი და დემონტაჟი უკრაინაში სამოქალაქო პოზიციისა და საპროტესტო საქმიანობის უფლების საბოლოო განადგურებაა.

რადას შენობასთან განვითარებულ მოვლენებს უკრაინის გენერალური პროკურორი  Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. იური ლუცენკო წერს, რომ კარვების ქალაქში პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა.

შეტაკებები კიევის ცენტრში დილიდან დაიწყო. დაპირისპირება რადას შენობასთან გაშლილ კარვების ქალაქში სპეცრაზმის გამოჩენას მოჰყვა. სამართალდამცველები ანტისამთავრობო აქციის ადგილზე, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. არეულობის დროს პოლიციამ ოპოზიციის 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 10 ადამიანი რჩება.

კიევის პოლიცია ამტკიცებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს კარვების ქალაქში 10-მდე ხელყუმბარა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები