16 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
გალა კონცერტს "რუსთავი 2" ზუსტად 22:00 საათზე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი ვარსკვლავები საქველმოქმედო იდეის გარშემო ერთიანდებიან. ხელოვანები ამ ღონისძიებით, ფონდ „იავნანას“ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. 

დღევანდელი გალა კონცერტით კი მუსიკოსები და მოცეკვავეები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დედების გარშემო გაერთიანდებიან.

მომღერალი, ნატო მეტონიძე აღნიშნავს, რომ ამ კონცერტით იმ ადამიანებს დაეხმარებიან, ვისაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

გალა კონცერტს, რუსთავი 2 ზუსტად 10:00 საათზე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დღის ამბები