20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს 18 მარტს უკრაინაში მშვიდობიანი მარშის ჩატარებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს 18 მარტს უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მარშის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მსვლელობის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომა და არჩევნების დაუყოვნებლივი ჩატარება იქნება. კარვების ქალაქის შტურმს ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერილობითი განცხადებითა და ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

„კატეგორიულად ვგმობ პოროშენკოს, ავაკოვის, ლუცენკოსა და ოლიგარქიის ქმედებებს. როგორც ყოველთვის, ისინი იტყუებიან. საუბრობენ იარაღის მოგროვებაზე, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბანაკში არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. იყო მხოლოდ სამი ლეგიტიმური მოთხოვნა. ხელისუფლებას დიდი ხანია, უნდა გაეგო, რომ ეს ხალხი არ იყიდება. ლუცენკომ დღეს კვლავ გაიმეორა კურჩენკოს რაღაც ფულები, რომელიც არასდროს ყოფილა და არც არსებობს. მათ რომ რაიმე ფაქტი ჰქონოდათ, ქვეყნიდან კი არ გამაძევებდნენ, არამედ უკრაინაში გამასამართლებდნენ. ყველას ესმის, რომ საქმე გვაქვს გაყალბებასთან, რომ ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ მხარეს არის ფული, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან მათზე ბევრად მეტნი ვართ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რადას შენობასთან დღეს სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. შეტაკების დროს დაშავდა 20 ადამიანიც, მათ შორის რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი. პოლიციის მტკიცებით, კარვების ქალაქში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მათ ხელყუმბარები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები