24 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
ხუთთვიანი სამთავრობო კრიზისი - ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს

ხუთთვიანი სამთავრობო კრიზისის შემდეგ, ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა "სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ შიდაპარტიულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა მერკელის ბლოკთან კოალიციაში შესვლას.

სექტემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალ-დემოკრატებმა კოალიციაში შესვლაზე უარი თქვეს, თუმცა კონსულტაციების შემდეგ პარტიამ პოზიცია შეცვალა და საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა.

შიდაპარტიული კენჭისყრა 20 თებერვალს დაიწყო და 2 მარტს დასრულდა. წინასწარი შედეგების თანახმად, კოალიციურ მთავრობაში მუშაობას პარტიის წევრების 66-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 34 პროცენტი აღმოჩნდა. გერმანია უკვე 5 თვეა მთავრობის გარეშე ცხოვრობს. მერკელის ბლოკის მოლაპარაკება ე.წ. მწვანეთა პარტიასთან და თავისუფალ დემოკრატებთან უშედეგოდ დასრულდა.

დღის ამბები