27 ივლისი 2024,   04:18
ვრცლად
სეული ჩრდილოეთ კორეაში დელეგაციას აგზავნის

სეული ჩრდილოეთ კორეაში დელეგაციას აგზავნის. სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნები მეზობელ ქვეყანაში ხვალ გაემგზავრებიან და ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების განსამუხტად მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეულის დელეგაციას შესაძლოა პირადად კიმ ჩენ ინმა უმასპინძლოს, ოფიციალურად ამ ცნობას არც სეულში და არც ფხენიანში ადასტურებენ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებისას საუბარი შეეხება ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის დაწყებას. ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სატელეფონო საუბრის დროს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და დონალდ ტრამპმა შეათანხმეს. როგორც მოსალოდნელია ფხენიანიდან დაბრუნების შემდეგ სამხრეთ კორეელი დიპლომატები ვაშინგტონში გაემგზავრებიან.

დღის ამბები