26 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება

შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. ვაშინგტონის პოზიცია ვიცე-პრეზიდენტმა გაიმეორა.

მაიკ პენსმა თეირანი ბალისტიკური რაკეტების შექმნასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე წავიდა დათმობაზე, როდესაც ირანს დამატებითი სანქციები არ დაუწესა და პარტნიორებსა და კანონმდებლებს მოქმედების შანსი მისცა.

„ეს მათი ბოლო შანსია. იმ შემთხვევაში თუ ექვსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეები უახლოეს თვეებში შეთანხმების პირობებს არ გადახედავენ, შეერთებულ შტატები შეთანხმებიდან დაუყოვნებლივ გავა,“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის ამბები