19 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
თუ ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის საქმეში მოსკოვის კვალი გამოიკვეთება, ბრიტანეთი რუსეთს მკაცრი ზომების მიღებით ემუქრება

თუ ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის საქმეში მოსკოვის კვალი გამოიკვეთება, დიდი ბრიტანეთი რუსეთს მკაცრი ზომების მიღებით ემუქრება.

ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორის ჯონსონი რუსეთის მიმართ სანქციების გადახედვას და სხვა ზომების მიღებას არ გამორიცხავს.

66 წლის სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში ქალაქ სოლსბერის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იპოვეს. მათი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

ბრიტანული მედიის ცნობით, მამა-შვილი, სავარაუდოდ, ფენტალინით მოწამლეს, რომელიც ადამიანზე ჰეროინის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ ასჯერ უფრო ძლიერია.

სკრიპალს რუსეთში ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა, 2010 წელს შეიწყალეს და ამერიკაში დაკავებულ რუს აგენტებში გაცვალეს.

დღის ამბები