04 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
აშშ-ში ძლიერი შტორმი და დიდთოვლობა მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება

ძლიერი შტორმი და დიდთოვლობა შეერთებულ შტატებში მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს სტიქია მეორედ დაატყდა თავს.

ყველაზე მეტად ნიუ-იორკის, კონექტიკუტის, მასაჩუსეტსი, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატები დაზარალდა, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქარის სიჩქარე საათში 90 კილომეტრს აღწევს. სტიქიის ზონაში დაიხურა სკოლები. ათასობით ოჯახს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

გადადებულია 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 3 ათასამდე რეისი კი საერთოდ გაუქმდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები