18 ივნისი 2024,   10:04
ვრცლად
შეწყვეტილი მოლაპარაკება და გამკაცრებული კონტროლი - ტატუნაშვილის საქმეზე საოკუპაციო რეჟიმი ინფორმაციის გავრცელებას არ აპირებს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე დღეს მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ორშაბათამდე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არათუ ცხედრის გადმოცემას, ამ თემაზე ახალი ინფორმაციის გავრცელებასაც არ გეგმავენ.

ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა „კურიერთან“ განაცხადა, რომ დღეიდან ორშაბათამდე ოკუპირებულ ცხინვალში უქმე დღეებია.

გამგებელმა აღნიშნული ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიაწოდა. მისი თქმით, ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა ისინი საჯაროდ საუბარს ცხედრის გადმოსვენებამდე არ აპირებენ.

ასევე, ცხინვალმა კონტროლი გაამკაცრა და ახალგორსა და მისკენ მიმავალ გზაზე მილიციის სპეციალური რაზმები ტრანსპორტის გადაადგილებას აკონტროლებენ და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკას ატარებენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მანამდე განაცხადეს, რომ  ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით სეპარატისტულ რეჟიმთან მოლაპარაკებას კვლავაც გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას ხელისუფლება ყოველწუთიერად აგრძელებს.

დღის ამბები