ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალშობილის ცხედარი იპოვეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარს ყელის არეში, სავარაუდოდ, ძაფი ჰქონდა მოჭერილი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.