გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი ქრთამის სახით სისტემატურად იღებდა ფულს ერთ ერთი მოქალაქისგან, რის სანაცვლოდაც მას მფარველობას უწევდა და სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში ეხმარებოდა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.