22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ლევან იზორია აზერბაიჯანის პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ლევან იზორიამ და ილჰამ ალიევმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ აუდიენცია შედგა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან, სადაც თავდაცვის უწყებებს შორის თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევან იზორია აზერბაიჯანის პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინებით შეამკო. 

დღის ამბები