22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
თამაზ ურთმელიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს სასამართლო პროცესი მოუგო

თამაზ ურთმელიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს სასამართლო პროცესი მოუგო. „რუსთავი2-ის“ საქმის მოსამართლეს ბიურო თანამდებობრივი დეკლარაციის არასწორად შევსებას ედავებოდა.

საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციაში უზუსტობები ურთმელიძის საბანკო ანგარიშებში აღმოაჩინა და მოსამართლე ათასი ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძემ სასამართლოში გაასაჩივრა.

პროცესი რამდენიმე დღის წინ ყოფილი მოსამართლის სასარგებლოდ დასრულდა. 

„არ უნდა იყოს ხისტი მიდგომა თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციის შევსებისა. მაღალი თანამდებობის პირების, დაახლოებით, 80 პროცენტი იყო დაჯარიმებული. საზოგადოებას ისე უნდა მიეწოდოს ეს ინფორმაცია, რომ საზოგადოებას არ დაეკარგოს რწმენა მაღალი თანამდებობის პირებისადმი, არ დაეკარგოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს უფრო მეტი განმარტებაც რომ გაეკეთებინა, არ იქნებოდა ურიგო, თუ რაში იყო შეცდომები, რაში იყო გადაცდომები და რაში იყო საერთოდ, დაჯარიმების არსი,“ - აცხადებს ურთმელიძე.

დღის ამბები