22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ბორჯომის მერი საკრებულოს ოპოზიციას თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს

ბორჯომის მერი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს და გონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. ლევან ლიპარტია ოპოზიციას კვლავ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს.

საგანგებო ბრიფინგზე ლიპარტიამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ მისი, როგორც მერის ხელფასი, დარჩეს უცვლელი, მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს კი ანაზღაურება გაეზარდოთ.

ბორჯომის მერის განცხადებით, მან ამ შეთავაზებაზე საკრებულოს თავმჯდომარისგან გაუგებარი პასუხი მიიღო.

„აქ საუბარი არის ჩემ გვერდით მდგომ ხალხზე, იმ ადამიანებზე, რომელთა უკანაც არის ოჯახები და რომლებიც თვეებია, უკვე პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ უხელფასოდ, სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან თავიანთ მუნიციპალიტეტს. ეს არის საბოტაჟი, ეს არის პროვოკაცია და სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. ხალხი, რომელიც მუშაობს ამდენი ხანია და პირდაპირ ვამბობ, რომ ხელფასი არ აუღიათ, არ შეიძლება ასეთი რაღაც გააკეთო და ასეთი რაღაც მოაწყო,“ - განაცხადა ბორჯომის მერმა. 

 

დღის ამბები