22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
რუსეთის ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს მართავს

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე რუსეთის ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს მართავს. მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მხარდამჭერები სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

მიტინგი კომუნისტური პარტიის მიერაა ორგანიზებული, თუმცა მას მემარცხენე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყო სერგეი უდალცოვიც.

აქციის მონაწილეებს სცენიდან კომუნისტური პარტიის ლიდერმა მიმართა და რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

გენადი ზიუგანოვმა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ქვეყნის გაღატაკებაში დაადანაშაულა და მოსახლეობას მათი კანდიდატის, პაველ გრუდინინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აქცია სანქცირებულია და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

დღის ამბები