22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
პარიზში ტატუს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

პარიზში ტატუს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 400-ზე მეტი ხელოვანი ჩავიდა.

მონაწილე-ხელოვანები სპეციალური კონკურსის წესით მათი ნამუშევრების საფუძველზე შეირჩნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, პავილიონში მივიდეს და ტატუ აღიარებულ ოსტატთან გაიკეთოს.

საერთაშორისო ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები