22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან შეხვედრაზე აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ბრუსელში ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გიორგი მარგველაშვილის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი და ნატო-ს მომავალი სამიტის პერსპექტივები განიხილეს.

პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.

„პრეზიდენტის მთავარი მიზანი აშშ-ში მოგზაურის არის კვლავ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი, იქნება რიგი მარალი დონის შეხვედრები... პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ამ ვიზიტით არის, გაამყაროს ამერიკის ხელისუფლების და ამერიკის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მიმართ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.

დღის ამბები