22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ელექტრო ავტობუსები, რომლებიც მიწის ქვეშ იმუშავებენ - ილონ მასკი ახალი ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მუშაობს

ილონ მასკი ახალი ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მუშაობს. ცნობილი მეცენატის კომპანიამ ელექტრო ავტობუსის კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც მიწისქვეშ იმოძრავებს.

კონცეპტუალური მოდელის ვიდეორგოლი ილონ მასკმა TWITTER-ში გამოაქვეყნა.

ავტორი განმარტავს, რომ ელექტოავტობუსი საათში 240 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს და მეტროსგან განსხვავებული იქნება.

მისი თქმით, ელექტრობასს გაცილებით უფრო პატარა სადგური დასჭირდება, რომელიც ერთი ავტომობილის სადგომის ფართობის ზომის იქნება.

რა ეტაპზეა ახალი პროექტი, ილონ მასკი არ აკონკრეტებს.

დღის ამბები