22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების ცენტრს 10 ახალი რეანიმობილი გადეცა

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს 10 ახალი რეანიმობილი გადასცა.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილები მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

სპეცმანქანებში გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი ყველა მოწყობილობაა დამონტაჟებული, რაც მინისტის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

დღის ამბები