22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ხანძარი თევდორე მღვდლის 13 ნომერში - დევნილთა საცხოვრებელში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხანძარი 2-ჯერ გაჩნდა

თევდორე მღვდლის 13 ნომერში ცეცხლს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები უკვე 2-ჯერ გადაურჩნენ. დევნილთა საცხოვრებელში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხანძარი 2-ჯერ გაჩნდა.

შენობაში ელექტროსადენები მოუწესრიგებელია, რაც ერთხელ ცეცხლის გავრცელების მთავარი მიზეზი გახდა. მისი შეკეთება და უსაფრთხოების ზომების მიღება დევნილთა საცხოვრებელში ამ დრომდე არავის უცდია.

შენობაში, სადაც 12-მდე ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი პირობებია. შენობაში უკვე 25 წელია, არიან და ამ დრომდე იქ არც გაზი და არც ცხელი წყალი არა აქვთ.

დევნილთა სამინისტროსთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსახლეობამ ზუსტი პასუხი ვერ მიიღო, როდის გადაიყვანენ მათ სხვა საცხოვრებელში.

შენობა რომ საცხოვრებლად უვარგისია, ამას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თებერვალში გაცემული დასკვნაც ადასტურებს.

შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მეპატრონემ დევნილთა გაყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 2017 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე კი მოსამართლემ დააკმაყოფილა მესაკუთრის სარჩელი და საცხოვრებელი ფართების დავით სეფიაშვილისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

დევნილთა სამინსიტროში ექსპერტიზის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ოჯახების მძიმე პირობების შესახებ ინფორმაცია აქვთ. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელში წლის ბოლოს გადაიყვანენ.

დევნილებმა 2 ცალი ცეცხლმაქრი საშუალება თავად იყიდეს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენება აღარ მოუწევთ.

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები