22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
პატრიარქის უიმედო გზავნილი და მოსაყდრის განცხადება, სადაც მეუფე შიომ მღვდლებს სთხოვა, ხალხს ესაუბრონ

"მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება“ - პატრიარქმა ეს განცხადება ფსიქოლოგებთან და სამღვდელოებასთან საუბრისას გააკეთა. ახალგაზრდებში აგრესიის მომატების თემაზე სასაუბროდ საპატრიარქოში ილია მეორემ და მისმა მოსაყდრემ შეხვედრა გამართეს. 

მღვდელმსახურების აზრით, ახალგაზრდებში გაზრდილ აგრესიას ეკლესიამ რელიგია უნდა დაუპირისპიროს, ამიტომ შეკრებილების ნაწილი სკოლებში რელიგიის სწავლებას სავალდებულოდ მიიჩნევს, მიტროპოლიტმა შიომ კი მღვდელმსახურებს ეკლესიებიდან გასვლა ურჩია.

თეოლოგი ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ ვიდრე ეკლესია რეპუტაციას არ აღიდგენს და საპატრიარქო პრობლემზე ღიად არ ისაუბრებს, ახალგაზრდების დაინტერესებას, თუნდაც ეკლესიის გარეთ გასული მღვდლები, ვერ შეძლებენ.

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას აზრით, მხოლოდ ეკლესია ახალგაზრდებში აგრესიის შემცირებას ვერ შეძლებს. ის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

უწმინდესის მოსაყდრის აზრით, აბორტიც აგრესიად უნდა ჩაითვალოს. 

ფსიქოლოგებსა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებას კათოლიკოს-პატრიარქი და მისი მოსაყდრე ორი დღის წინ შეხვდნენ. განხილვის ჩანაწერი საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები