13 ოქტომბერი 2024,   03:07
ვრცლად
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავალო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით დაიკეტა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავალო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით დაიკეტა. ამ ფაქტის გამო, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშნა ავტობუსი, რომელიც ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.

პროექტის მიხედვით, ხიდზე გამოიცვლება ასფალტის საფარი, გამაგრდება ბურჯები, მოხდება განათების სისტემის რეაბილიტაცია. გამოყოფილი თანხა ნახევარ მილიონს აღემატება.

„რაც აშენდა, იმის შემდეგ არასდროს არ ჩატარებია რეაბილიტაცია და კაპიტალურად გვინდა, რომ ჩავუტაროთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ კონკრეტული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველდღიურ რეჟიმში, სამი ავტობუსი იქნება გამოყოფილი სტუდენტებისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები