22 დეკემბერი 2024,   08:55
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - "ევროპული საქართველოს" წევრები რისკებს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან განიხილავენ 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო" ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდება. პარტიის წევრები დაგროვებითი პენსიის შესახებ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან ითხოვდა, თუმცა დეპუტატებს მამუკა ბახტაძის ნაცვლად მისი მოადგილესთან მოუწევთ საუბარი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები უწყების წარმომადგენელთან სავარაუდო საფრთხეების, მათ შორის კორუფციის შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც მათი თქმით, შესაძლოა რეფორმას მოჰყვეს.

დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ინფორმაციას მიაწვდის, აქვს თუ არა უწყებას მომზადებული არსებული რისკების თავიდან აცილების მექანიზმი. 

„ფაქტია, რომ მთავრობა ცდილობს მოიხსნას პასუხისმგებლობა დღევანდელი პენსიონერების წინაშე და არ გაზარდოს პენსია ვითომ იმ მოტივით, რომ უნდა დაგროვდეს პენსია 30-40 წლის შემდეგ დღეს მოქმედი პენსიონერების შვილებისა და შვილიშვილებისათვის, მაგრამ ყველა დათვლა და ყველა რიცხვი ადასტურებს იმას, რომ არც მომავალ თაობებს არ ექნება ამ მოდელით ღირსეული პენსია,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები