19 ივნისი 2024,   12:25
ვრცლად
4 დაღუპული, 20-მდე დაშვებული-ფილიპინების დედაქალაქში სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა

ფილიპინების დედაქალაქში სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. მანილაში ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმრო დაიწვა, რომელსაც ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სასტუმროში მდებარე სამორინეში გაჩნდა და მალევე სხვა სართულებზეც გავრცელდა. ათობით ადამიანი ალმოდებულ შენობაში ბლოკირებული აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, 20-მდე დაშვებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები