20 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება იწყება

საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება იწყება - ანტიბულინგურ სასკოლო პროგრამას არასამთვრობო ორგანიზაციები განათლების სამინისტროსთან ერთად განახორციელებენ.

ტრენინგ-კურსები ორ საჯარო სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ჩაუტარდებათ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ბულინგით გამოწვეული საფრთხეების აღსაკვეთათ, პირველ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირებაა აუცილებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის" წევრი, ანა სუბელიანი აღნიშნავს, რომ პროგრამის მიზანია, სწორი და დროული იდენტიფიცირება მოხდეს პრობლემური შემთხვევების.

დღის ამბები