25 ივნისი 2024,   11:42
ვრცლად
ტელევიზიას მოქალაქეები არ უნდა ესხმოდნენ თავს - გიორგი კლდიაშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მმართველი გუნდის წევრების მიერ რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებას ეხმაურება.

გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წევრების ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს.

„ტელევიზიას მოქალაქეები არ უნდა ესხმოდნენ თავს. ტელევიზია არის გამოხატვის თავისუფლების ფლაგმანი, შესაბამისად, იქ უნდა ხდებოდეს იგივე პროვოკაციები, ისეთი განცხადებები უნდა კეთდებოდეს, რომლებიც გარკვეულ პროვოკაციას გამოიწვევს. პროვოკაციას ვგულისხმობ, რეაგირებას საზოგადოების მხრიდან, დაფიქრებას სხვადასხვა საკითხზე თუ მსჯელობას. პროვოკაცია არ არის იმისთვის, რომ ვინმე მივარდეს და იქ ატეხოს ჩხუბი,“ - განაცხადა კლდიაშვილმა.

დღის ამბები