02 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ეს არ იყო მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, გაღიზიანდნენ იმიტომ, რომ მათ ბატონს ვიღაც აუგად მოიხსენიებს - ნინო დანელია

„გუშინდელი ინცინდენტი, ძალადობრივი მოხტომა არის ამ ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება,“ - ეს განცხადება მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.  

ნინო დანელია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის გამართლება მიუღებელია და გარკვეულწილად პირდაპირ პროვოცირებაა შემდეგი ძალადობების.

„ეს არის პირდაპირი არათუ წახალისება ძალადობის, არამედ ეს არის პირდაპირ პროვოცირება შემდეგი ძალადობების იმიტომ, რომ აქ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ შეგიძლიათ, გააკეთოთ ის, რაც გინდათ და იცოდეთ, რომ ჩვენ დაუსჯელობის სრულ გარანტიას გაძლევთ,“ – აცხადებს დანელია.

ნინო დანელიას თქმით, ეს იყო პოლიტიკური აქტი იყო და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. პირდაპირ გაღიზიანდნენ ისინი, რომ მათ ბატონს ვიღაც აუგად მოიხსენიებს და აკრიტიკებს,“ - განაცხადა დანელიამ. 

დღის ამბები