02 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
საგანგაშო იყო „ვერ დავუჭერთ მხარს ძალადობას“ - ლევან ღამბაშიძე საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

„მანდ საგანგაშო „ვერ დავუჭერთ მხარს ძალადობას“ უფრო იყო. "ვერ დავუჭერ" რას ნიშნავს, ან უჭერ ან არა. თითქოს, რაღაც აკავებს და ამის გამო ვერ უჭერს,“ - ეს განცხადება ფილოსოფოსმა, რუსთავი2-ის ტელეწამყვანმა, ლევან ღამბაშიძემ, საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქომ რუსთავი2-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს“.

ლევან ღამბაშიძემ კავკასიაში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საპატრიარქომ ახალგაზრდები დააჯილდოვა.

„ეს პირდაპირ სიგნალი იყო, რომ ყველაფერი კარგად არის, კარგად მოიქეცი. შემდეგ ის დაჭერილი ხალხი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა, ცოტა ხანს აგრძელებდნენ პოლიტიკური დავალების შესრულებას, ისევ გამოდის, რომ საპატრიარქოს საფარქვეშ," - განაცხადა ღამბაშიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები