19 ივნისი 2024,   11:40
ვრცლად
საპატრიარქოს განცხადება არის წინაპირობა, რომ გაჩნდეს რელიგიური გრძნობების კანონით დაცვის ინიციატივა - რუსუდან გოცირიძე

„გუშინ ვიგრძენი მე, როგორც ქრისტიანმა, შეურაცხყოფილად თავი, როდესაც ქრისტეს სახელით და ქრისტიანობის სახით გამოდიოდნენ გავეშებული, გაავებული ადამიანები,“ - ეს განცხადება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

რუსუდან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები ინიციატივას გამოხატავენ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიცვან რელიგიური გრძნობები, რაც რუსუდან გოცირიძის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დააყენებს.

რუსუდან გოცირიძე საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ რელიგიური გრძნობების დაცვა საკანონმდებლო დონეზეც აისახოს.

„ეს განცხადება არის რაღაცნაირად წინაპირობა, რომ ხვალ და ზეგ გავხდებით იმის მოწმეები, რომ კიდევ ერთხელ გაჩნდება ამის საკანონდებლო ინიციატივა, რომ მოდით, რელიგიური გრძნობები დავიცვათ კანონით,“ - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები