24 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ძალადობა და ეთიკის ნაწილი აბსოლუტურად გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან - ნატა ძველიშვილი

„ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ქარტიამაც მიიღო განცხადება ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან და უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამ საქმეს. მე-7 მუხლი გახლავთ დისკრიმინაცია და იყო თუ არა დისკრიმინაცია რომელიმე რელიგიური ჯგუფის, ამ შემთხვევაში ქრისტიანების, ამაზე იმსჯელებს ქარტიის საბჭო,“ – ეს განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა, რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

ნატა ძველიშვილის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა დაუშვებელია და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო არავინ დასჯილა.

„ვფიქრობ, რომ ეს ორი საკითხი, ძალადობა და ეთიკის ნაწილი აბსოლუტურად გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან იმიტომ, რომ რაც არ უნდა მდარე პროდუქტი გავიდეს მაუწყებლის ეთერში, რაც არ უნდა ეთიკური გადაცდომა ჰქონდეს ჟურნალისტს, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს მიზეზი რაიმე ფორმით ძალადობის ჟურნალისტზე,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები