26 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
დაკავებულია ლადო სადღობელაშვილი - მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-მ, ტელეკომპანია რუსთავი2-ზე  განხორციელებული ძალადობის გამო, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 

ლადო სადღობელაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები