27 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
ეს არ არის კვალიფიკაცია, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად - დიტო საძაგლიშვილი ლადო სადღობელაშვილის დაკავებას აფასებს

„ეს არ არის კვალიფიკაცია, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, თუმცა, ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი,“ – ასე აფასებს რუსთავი2-ის იურისტი, დიტო საძაგლიშვილი, ე.წ. ქართული მარშის წევრის, ლადო სადღობელაშვილის, დაკავებას.

შსს-მ, ტელეკომპანია რუსთავი2-ზე  განხორციელებული ძალადობის გამო, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ ბრალდება წარდგენილი იქნება საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ამ შემთხვევაში სამართლებრივ ტერმინს არ ვგულისხმობ, არის რა თქმა უნდა, მისასალმებელი ამბავი, თუმცა, გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს გამოძიება დასრულდეს ისე, რომ მომავალში მოხდეს პრევენცია ამგვარი ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების და დანაშაულის ჩადენის,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. 

დღის ამბები