22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ექიმი ბრეგაძეზე: კლინიკაში მისი სურვილით მოვათავსეთ, დაზიანებები ან ძალადობის კვალი არ აღენიშნება

"მას არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი,"-ეს განცხადება ღუდუშაურის კლინიკის მედპერონალმა სანდრო ბვრეგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა. ნინო აქიაშვილი განმარტავს, რომ ბრეგაძე სამედიცინო დაწესებულებაში მისივე მოთხოვნის საფუძველზე მოათავსეს. 

"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის დამაკმაყოფილებელი, კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ, მას არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი საკუთარი მოთხოვნით მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში,"-აცხადებს ღუდუშაურის კლინიკის ექიმი, ნინო აქიაშვილი

სანდრო ბრეგაძისთვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებას, აბსურულს უწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ ექიმების თანხმობის შემთხვევაში მას დღეს დილიდან გამოძიებისთვის „რუსთავი2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო ჩვენების გაგრძელება მოუწევს.

დღის ამბები