06 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი არც სამ დაკავებულს ათავისუფლებს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება. ქართულმა მხარემ საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავების საკითხიც განიხილა.

დადასტურდა, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული მალხაზ წურწუმია და გიორგი ზარანდია ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე 20 დღეა რაც არიან. რაც შეეხება იური გობეჩიას, ის გათავისუფლებულია, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

დღის ამბები