26 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
მორიგი გატაცება შიდა ქართლში - გატაცებულების ავტომობილს გამნაღმველები ამოწმებენ

მორიგი გატაცება შიდა ქართლში - სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა სოფელ აძვის მიმდებარედ, წმინდა გიორგის ტაძართან მოხდა.

სოფლების აძვისა და ახალუბნის მაცხოვრებლები, იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული, ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ტაძრისკენ ფეხით მიემართებოდნენ.

ამ სალოცავის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეები მანამდეც რამდენჯერმე გაიტაცეს.

გატაცებულების ავტომობილს ქართველმა სამართალდამცველებმა ტაძრის მიმდებარედ მიაგნეს, მანქანას ამჟამად გამნაღმველები ამოწმებენ.

გატაცებულების ოჯახის წევრებისთვის მათი ადგილსამყოფელი და გატაცების ზუსტი მიზეზი, უცნობია.

დღის ამბები