26 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
რადას დეპუტატი, ნადეჟდა სავჩენკო დაკავებულია

ნადეჟდა სავჩენკო დაკავებულია. რადას დეპუტატს კიევის ცენტრში ტერაქტების მომზადება, შეთქმულება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა ედება ბრალად.

გამოძიების დეტალებზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რადაში ილაპარაკა და დეპუტატებს სავჩენკოს ბრალეულობის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გააცნო.

საქმის მასალების თანახმად, ნადეჟდა სავჩენკო დონბასიდან კიევში იარაღის ჩატანას, ტერაქტების მოწყობას და უკრაინის ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.

პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთი ჩანაწერი სამხედრო ბაზაზეა გაკეთებული, სადაც სავჩენკო თანამზრახველებს რადას შენობაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დღეს გადატრიალების ორგანიზებას და პეტრო პოროშენკოს, ალექსანდრ ტურჩინოვისა, არსენი ავაკოვის და სხვა მაღალჩინოსნების განადგურებაზე ელაპარაკება.

ლუცენკოს მოსმენის შემდეგ პარლამენტმა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და მის სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემას დაუჭირა მხარი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატი რადას შენობაში დააკავა.

დღის ამბები