19 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქები არეულობამ მოიცვა

საფრანგეთის ქალაქები არეულობამ მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიტინგები პარიზსა და ნანტეში უკვე გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებაში.

მედიის ცნობით, მსვლელობებს ნიღბიანი ახალგაზრდები გამოეყვნენ და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ასევე დაარბიეს შენობები და მაღაზიების ვიტრინები.

საპასუხოდ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქშია დაგეგმილი.

სახელმწიფო სექტორის, რკინიგზისა და აეროპორტების თანამშრომლები მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ და საპენსიო რეფორმებს აპროტესტებენ.

აქციებს უერთდებიან სტუდენტებიც, რომლებიც განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები